სამშაბათი, 21.05.13   18:38
+27.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

23 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

09.04.12 10:00

23 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მისი გამოსვლის მოთხოვნით გამოსვლები 1989 წლის 4 აპრილს დაიწყო. ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის აქცია დარბევამდე გრძელდებოდა. 1989 წლის 9 აპრილს კი თბილისში, დილის ოთხ საათზე, რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და დღემდე დაუდგენელი ქიმიური გაზის გამოყენებით დაარბია. დამსჯელ რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. მიტინგის დაშლისას ადგილზე 16 ადამიანი დაიღუპა. მომდევნო დღეებში კი, მიღებული ტრავმების შედეგად, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. ტრაგედიის მე-20 მსხვერპლი - გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის დროს რუსმა სამხედრომ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. დაღუპულთაგან 16 ქალი იყო. მოსალოდნელი დარბევის შესახებ დემონსტრანტები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ პატრიარქის მოწოდება არ გაიზიარეს. 9 აპრილის აქციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა.

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ხალხმა პარლამენტთან შეკრება შუაღამის 12 საათიდან დაიწყო. მათ მემორიალთან სანთლები დაანთეს და მაშინდელი მოვლენები გაიხსენეს.

9 აპრილის მემორიალთან დილიდან პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან – ისინი 1989 წელს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ და მათ პატივს მიაგებენ. უკვე რამდენიმე საათია პარლამენტის შენობასთან ხალხის ნაკადი არ წყდება.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრეზიდენტი პრემიერს გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევს

13.05.13 12:52

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით და დაუბრუნოს შენობას კუთვნილი ფუნქცია. More...video clip 

ხვედელიძე მოდულის შენობაში იმყოფება

13.05.13 11:52

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. გელა ხვედელიძე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება, გამოძიება კი საქმის დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. More...video clip 

ალასანიას სჯერა მარგველაშვილის გამარჯვების

13.05.13 11:35

თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს. ირაკლი ალასანია აგრეთვე აცხადებს, რომ, მიუხედავად ამისა, აუცილებელია არჩევნებში ბევრი კანდიდატი ჩაერთოს.More...video clip 

გია ხუხაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

13.05.13 11:22

გიორგი ფარესაშვილის სკანდალთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი. ის იმ ბრალდებებს ეხმაურება, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მისი მისამართით კეთდებოდა და აცხადებს, რომ აპირებს დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი...More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ცხედრების ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება

13.05.13 10:42

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ცხედრების ექპერტიზის საქმეში დღეიდან დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილთა მშობლების მოთხოვნა დააკმაყოფილეს.More...video clip 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დააკავეს

13.05.13 10:11

გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დააკავა. ამის შესახებ განცხადება თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.More...video clip 

მარგველაშვილი `ქართული ოცნების` საპრეზიდენტო კანდიდატია

11.05.13 21:10

პოლიტსაბჭომ და უმრავლესობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მარგველაშვილის კანდიდატურას.More...

პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან აქციის ფონზე

10.05.13 14:40

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასწავლებლის ეზოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და სტუდენტები შეიკრიბნენ...More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
ფოტოსესია პუანტებში

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company