ჩეხი ბიზნესმენების მონაწილეობით თბილისში ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა. შეხვედრას 20-მდე ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ძირითადი ნაწილი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, სამშენებლო და საფინანსო სექტორებში მუშაობს.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ გახსნეს. შეხვედრაზე დამტკიცდა ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგია, რომელშიც საქართველოსა და ჩეხეთთან ერთად, კიდევ 20 ქვეყანაა ჩართული. ამ წუთებში ჩეხი ბიზნესმენები პარლამენტში იმყოფებიან.
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასწავლებლის ეზოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და სტუდენტები შეიკრიბნენ...
მარიხუანის მომხმარებელს შესაძლოა მძიმე სასჯელი აღარ დაეკისროს - ამას სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტი ნარკოტიკული დანაშაულის საკითხზე უკვე ინიცირებულია პარლამენტში.
რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიერ პრეზიდენტობის ერთობლივი კანდიდატის შერჩევაზე საუბრობს ჯონდი ბაღათურია. `ქართული დასის`ლიდერის თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კონკრეტულ პარტიებთან ალიანსის შესაქმნელად.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატები უკვე ჰყავს, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო საბოლოო კონსულტაციებს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის მიზნით შაბათ-კვირას გამართავს.
პრემიერ-მინისტრის მიერ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ელოდება ნინო ბურჯანაძე. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ჩაერთვება თუ არა ის თავად საპრეზიდენტო არჩევნებში.
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი საქართველოს ხელისუფლებას საიუჯეტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის განკუთვნილ თანხებს და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების განაღდების პროცესს.