თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სამკითხველო დარბაზები გაიხსნა. შოთა რუსთაველისა და მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზების პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის იუბილეს დაამთხვიეს.
დარბაზები ძველი და უახლესი ლიტერატურით და კომპიუტერებით არის აღჭურვილი. დანერგილია ძიების თანამედროვე სისტემაც, რომელიც სტუდენტებს ლიტერატურის დამოუკიდებლად მოძიებას უადვილებს. ბიბლიოთეკაში შესაძლებელია წიგნების ონლაინ დაჯავშნაც.
გივი თარგამაძე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავს. ლიტვაში მყოფი დეპუტატი პუტინს ახსენებს, რომ ის არა რომელიმე პოლიტიკოსმა, არამედ ევროპულმა სამართალმა დაიცვა.
გრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის სახმელეთო დაცვისა და კავშირგაბმულობის მინისტრს შეხვდა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დილიდან ვაკის პარკში შეიკრიბნენ. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მათ ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ. ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში პრემიერ-მინისტრიც მივიდა.