შაბათი, 18.05.13   20:20
+22°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ლიპარტელიანი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება

10.05.12 20:48

ავთანდილ ლიპარტელიანს უკვე მომზადებული აქვს სიტყვა, რომლითაც ხვალ ნორვეგიის სასამრთლოს მიმართავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

თამთა ლიპარტელიანის მამა დღევანდელ პროცესსაც დაესწრო. ავთანდილ ლიპატელინი დღესვე გაეცნო ექსპეტიზის დასკვნას და სასამართლოში თავისი მოთხოვნებით წერილიც შეიტანა.

ჩვენებას თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანიც მისცემს. უტოიას ტერაქტის უშუალო თვითმხილველი ანდრეს ბრეივიკის ტყვიას ათი თვის წინ შემთხვევით გადაურჩა. პროცესზე დასწრებამდე ქართველმა გოგონამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ნათია ჩხეტიანთან ერთად, მოსამართლეები უტოიას ტერაქტს გადარჩენილ ყველა ახალგაზრდას მოუსმენენ.

დღეს დილიდან ოსლოში დაზარალებულებისა და მათი ოჯახების წევრების დაკითხვა დაიწყო. მათ გამოსვლებს ანდერს ბრეივიკიც ესწრება. სასამართლოს შენობის გარეთ კი არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, რომლებიც ერთი წლის წინ მომხდარი საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ხვალ უკვე სასამართლო თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის ეპიზოდს განიხილავს.

სასამართლოზე დღეს სიტყვა ტერაქტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ნაწილთან ერთად, უშუალო თვითმხილველებსაც მიეცათ. ყველა მათგანმა დღეს სასამართლოს წინაშე თავისი ამბავი და ტერაქტის დეტალები გაიხსენა. ანდერს ბრეივიკისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები სასჯელის უმაღლეს ზომას და მის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ანდერს ბრეივიკის გახმაურებული პროცესი ოსლოში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ყველა სხდომა დახურულია.

საზარელ ტერაქტს რიგითი ნორვეგიელები დღემდე ვერ ივიწყებენ. სამართლოს შენობასთან ხალხი ყოველდღე, დილიდან იკრიბება.

სასამართლო სხდომები ბოლო წლების ყველაზე სასტიკ საქმეზე ყოველდღიურად იმართება. მოწმეებისა და დაზარალებულების მოსმენის შემდეგ, ოსლოს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 22 ივლისს მიიღებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

სამხედრო პოლიციელები მოქალაქის შეურაცხყოფისთვის დააკავეს

18.04.13 15:06

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ ციხისძირში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ყოფილი სამხედრო პოლიციელები უკვე დააკავა. შემთხვევა 14 აპრილს მოხდა. More...video clip 

სდსს-ს სკანდალურ დოკუმენტებს შსს შეისწავლის

18.04.13 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სკანდალური დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პროკურატურამ ამ მასალებს გრიფი `საიდუმლო` მოხსნა და ისინი საჯარო გახადა. More...video clip 

სდსს-ს ყოფილი უფროსის განცხადება

17.04.13 17:04

ცოტა ხნის წინ დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეუნებულ დოკუმენტაციაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა. თემურ ჯანაშიას თქმით, ნებისმიერი თანხა... More...video clip 

პროკურატურა სდსს-ს მიერ გაწეულ ხარჯებს იკვლევს

17.04.13 14:31

პროკურატურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშებს სწავლობს – შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა ფინანსური მონიტორინგი გადაწყვიტა.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

დათა ახალაიას განცხადების ირგვლივ კვლავ გაურკვევლობაა

17.04.13 10:51

დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებაზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს არც ოჯახი და არც მისი ადვოკატი. უმრავლესობის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის შიდა დაპირისპირების შედეგად საზოგადოება კიდევ ბევრ სიახლეს შეიტყობს. More...video clip 

ლაფანყურის საკითხზე საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება

17.04.13 10:42

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. დეპუტატებმა ომბუდსმენს ამ ინიციატივაზე უარი უთხრეს.More...video clip 

ქურდული სამყაროს წევრობისთვის ორი პირი დააკავეს

17.04.13 10:34

შინაგან საქმეთა სამინისტრომ `ქურდული სამყაროს` წევრები, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი მოქალაქე დააკავა.More...video clip 

არჩილ კბილაშვიილ პრეზიდენტის დაკითხვას არ გამორიცხავს

16.04.13 17:25

საქართველოს მთავარი პროკურორი ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე დღეს აგვისტოს ომის გამოძიებისა და მის ფარგლებში პრეზიდენტის დაკითხვის თემასაც შეეხო. არჩილ კბილაშვილის თქმით, პრეზიდენტი შესაძლებელია მართლაც დაიკითხოს.More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company