ოთხშაბათი, 22.05.13   03:48
+13.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ბაქრაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

14.03.12 20:53

დავით ბაქრაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს; ისაუბრეს პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის საკითხებზე. 

დავით ბაქრაძე ისრაელში კნესეთის თავმჯდომარის პირადი მიწვევით იმყოფება.

ბაქრაძეს თელ-ავივში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და სხდომაზე მიიწვიეს. ისრაელის ქნესეთში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. სწორედ აქ გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარი პოლიტიკური განცხადებები. დავით ბაქრაძემ ისრაელი - საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობებზე ისაუბრა.

მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა სხდომაზე ქნესეთის თავმჯდომარემაც. საკუთარ გამოსვლაში, მან ახსენა ჯვრის მონასტერი, საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური ურთიერთობა.

"არც ისე შორს აქედან, ხეობაში, რომელიც ჯვრის ხეობის სახელწოდებითაა ცნობილი, ცხოვრობდა ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და შესაძლოა, სწორედ აქ წერდა თავის ეპიკურ პოემა "ვეფხისტყაოსანს". ძვირფასო სტუმრებო, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-ისრაელის ურთიერთობები შეიცვალა, განსაკუთრებით კი ეს პოზიტიური ცვლილება გაიზარდა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, "ვარდების რევოლუციის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას. საქართველოს დღეს ჰყავს დემოკრატიული მთავრობა, აქტიური პარლამენტი და აქვს ღრმა ურთიერთობები ეკონომიკისა და სხვა სფეროებში," - განაცხადა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ რუვენ რივლინმა.

 

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

კალაძემ უმცირესობის შეკითხვებს უპასუხა

04.04.13 21:07

მესამე მინისტრი, რომელიც დღეს საპარლამენტო უმცირესობების კითხვებს პასუხობდა, კახა კალაძეა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის ენერგეტიკული სტრატეგია და ენერგეტიკის სამინისტროს სამომავლო გეგმები იყო. More...video clip 

ფინანსთა მინისტრმა პირველი კვარტლის მონაცემები შეაჯამა

03.04.13 13:49

პირველი კვარტლის შემოსავლებმა შარშანდელს 63,500,000 ლარით გადააჭარბა - ინფორმაცია ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა გააცნო. More...video clip 

რუსმა ექსპერტებმა ათზე მეტი კომპანია შეამოწმეს

03.04.13 11:16

რუსეთის ზედამხედველობის სამსახურის ექსპერტები ქართული ღვინისა და მინერალური კომპანიების შემოწმებას აგრძელებენ. ისინი ინსპექტრირებას კვირის ბოლოს დაასრულებენ. More...video clip 

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

25.03.13 14:26

რეგიონებში სტიქიის შედეგებით მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე ხუთი სამინისტრო ერთობლივად იზრუნებს. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პრემიერი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

25.03.13 12:58

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გორში პრემიერ-მინისტრი შეხვდა. ბიძინა ივანიშვილი დილიდან შიდა ქართლში იმყოფებოდა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ შენობებს ათვალიერებდა.More...video clip 

დევნილების აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

19.03.13 13:25

დღეს დილიდან აქციას მართავენ აფხაზეთიდან დევნილები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. ისინი საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლებას აპროტესტებენ და ამ პროცესის შეჩერებას მოთხოვენ. More...video clip 

ონიშჩენკო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

12.03.13 12:50

`როსპოტრებნადზორი`რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებას თხოვნით მიმართავს - დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს, რომლებსაც პროდუქციის ნიმუშების წარდგენის პროცესში დაბრკოლებები შეექმნათ. ეს განცხადება გენადი ონიშჩენკომ გააკეთა.More...video clip 

მთავარი პროკურორის განცხადება

09.03.13 14:59

არჩილ კბილაშვილი თავდაცვის სამინისტროში საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე დაწყებული გამოძიების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, დარღვევებს გამოსავლენად და მტკიცებულებების მოპოვებაზე შესაბამისი კომპეტენტური სამსახურები მუშაობენ. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company