ოთხშაბათი, 19.06.13   15:59
+23.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ლიპარტელიანი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება

10.05.12 20:48

ავთანდილ ლიპარტელიანს უკვე მომზადებული აქვს სიტყვა, რომლითაც ხვალ ნორვეგიის სასამრთლოს მიმართავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

თამთა ლიპარტელიანის მამა დღევანდელ პროცესსაც დაესწრო. ავთანდილ ლიპატელინი დღესვე გაეცნო ექსპეტიზის დასკვნას და სასამართლოში თავისი მოთხოვნებით წერილიც შეიტანა.

ჩვენებას თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანიც მისცემს. უტოიას ტერაქტის უშუალო თვითმხილველი ანდრეს ბრეივიკის ტყვიას ათი თვის წინ შემთხვევით გადაურჩა. პროცესზე დასწრებამდე ქართველმა გოგონამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ნათია ჩხეტიანთან ერთად, მოსამართლეები უტოიას ტერაქტს გადარჩენილ ყველა ახალგაზრდას მოუსმენენ.

დღეს დილიდან ოსლოში დაზარალებულებისა და მათი ოჯახების წევრების დაკითხვა დაიწყო. მათ გამოსვლებს ანდერს ბრეივიკიც ესწრება. სასამართლოს შენობის გარეთ კი არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, რომლებიც ერთი წლის წინ მომხდარი საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ხვალ უკვე სასამართლო თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის ეპიზოდს განიხილავს.

სასამართლოზე დღეს სიტყვა ტერაქტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ნაწილთან ერთად, უშუალო თვითმხილველებსაც მიეცათ. ყველა მათგანმა დღეს სასამართლოს წინაშე თავისი ამბავი და ტერაქტის დეტალები გაიხსენა. ანდერს ბრეივიკისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები სასჯელის უმაღლეს ზომას და მის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ანდერს ბრეივიკის გახმაურებული პროცესი ოსლოში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ყველა სხდომა დახურულია.

საზარელ ტერაქტს რიგითი ნორვეგიელები დღემდე ვერ ივიწყებენ. სამართლოს შენობასთან ხალხი ყოველდღე, დილიდან იკრიბება.

სასამართლო სხდომები ბოლო წლების ყველაზე სასტიკ საქმეზე ყოველდღიურად იმართება. მოწმეებისა და დაზარალებულების მოსმენის შემდეგ, ოსლოს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 22 ივლისს მიიღებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ქრთამის აღებისთვის დმანისში ორი პირი დააკავეს

18.06.13 14:48

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.More...video clip 

სახალხო დამცველი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შესახებ

18.06.13 14:44

სახალხო დამცველი შსს-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. უჩა ნანუაშვილის განცხადებას კი სასჯელაღსრულების მინისტრი პასუხობს.More...video clip 

`ტარასას` კვლავ პატიმრობა ემუქრება

18.06.13 10:59

ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული ე.წ. კანონიერ ქურდი ტარიელ ფოცხვერია, მეტსახელად `ტარასა` კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა.More...video clip 

ბანკის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

18.06.13 10:00

დაკავებულია თბილისში, `ტაო პრივატ ბანკის` ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 20 წლის ახალგაზრდა. ის გურამიშვილის გამზირზე მდებარე ბანკში შეიარაღებული 10 ივნისს შეიჭრა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ნათესავები აცხადებენ, რომ კადიევი უდანაშაულოა

17.06.13 17:41

ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული მიკაილ კადიევის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და არანაირ ტერაქტთან მას და ამავე საქმეზე დაკავებულ ომაროვს კავშირი არ ჰქონიათ.More...video clip 

ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა დაიწყო

17.06.13 16:23

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა შიმშილობა დაიწყო. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნაა საკანში ტელევიზორი ჰქონდეს.More...video clip 

24,000 მოქალაქე უკანონოდ ფლობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას

17.06.13 13:01

საქართველოს 24 000 მოქალაქე პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტო ავრცელებს. More...video clip 

შსს-მ უკანონო სამალავი აღმოაჩინა

17.06.13 11:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში...More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company