პრეზიდენტი თბილისის მერსა და ფინანსთა მინისტრს შეხვდა
14.05.12 14:12
სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერთან და ფინანსთა მინისტრთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის განცხადებით, მშენებლობის სტანდარტების დაცვა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და თბილისში აღარ უნდა იყოს ბარაკის ტიპის დასახლებები. პრეზიდენტმა თბილისის მერს კითხვები დაზარალებული ოჯახების დაბინავებასთან დაკავშირებითაც დაუსვა.
გიგი უგულავას განცხადებით, ამ დროისთვის 15-მდე ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრებელშია გადაყვანილი.
პრეზიდენტმა სპეციალური დავალება ფინანსთა მინისტრსაც მისცა. დიმიტრი გვინდაძეს თანხების მოძიება დაევალა, რათა რეგიონებში დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი მინიმალურად მაინც აუნაზღაურდეთ.
პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურებს, რომლებმაც სტიქიის დროს არაერთი ადამიანი გადაარჩინეს.
|