თურქეთში მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
22.05.12 14:51
ავტოსაგზაო შემთხვევას თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ტრაბზონში მოხდა. ჩაით დატვირთული სატვირთო მანქანა გზიდან ხევში გადავარდა და გადაბრუნდა. 25 წლის ირაკლი კვიტაიშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. მანქანაში კიდევ ერთი ქართველი, 24 წლის ილია ჩახვაშვილი იმყოფებოდა. ის მძიმე მდგომარეობაში ტრაბზონის კლინიკაში მოათავსეს. ავარიას უვნებელი გადაურჩა თურქი მძღოლი, რომელიც უკვე დაპატიმრებულია და პოლიციას ჩვენებას აძლევს. თურქული მედიის ცნობით, ავარია სწორედ სატვირთო მანქანის მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული რვა ბრალდებულის საქმეს დღეს სასამართლო დღეს განიხილავს. ამავე საკითხზე ოთხ ეჭვმიტანილს კი მოსამართლემ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე 5000 ლარის გირაოს გადახდისთანავე საპატიმროს დატოვებს. გელა ხვედელიძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამართლადამცველებმა 12 მოქალაქე დააკავეს. დაკავების სპეცოპერაცია სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია.
შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებულ მოადგილეს გელა ხვედელიძეს შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. სულ რაღაც ერთი საათის წინ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდნენ.
მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება.
პირადი ცხოვრების ფარული ვიდეო გადაღების შესახებ განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა. მასში ნათქვამია, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე გამოძიებას პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ატარებდა.