შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან არ მიდის
11.06.12 17:13
შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან არ მიდის. "ლეიბორისტების" ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და არჩევნებისთვის მზადებას.
"მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას - "ლეიბორისტული პარტია" არ არის არავის კუთვნილება. ის არის სრულიად საქართველოს პოლიტიკური ბრძოლის შედეგად შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც უკან არასოდეს არ დაუხევია, არავის წინაშე ერისა და ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლაში და მას დაშლა არასოდეს არ უწერია, სანამ საქართველო არსებობს;
"სანამ მე არ მოვივლი ორ საპრეზიდენტო ვადას, არსად წასვლას არ ვაპირებ;
"დღეიდან ცხადდება წინასაარჩევნო სტარტი. ასარჩევი ბევრი არაფერია. ორი ძალა - ან ჩვენ, ან ისინი, - სხვა არავინ! მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც არ იყიდება, გვერდით დაგვიდგება!", - განაცხადა მან.
შალვა ნათელაშვილმა ის პირებიც დაასახელა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ლეიბორისტების რეგიონულ შტაბებს უხელმძღვანელებენ.
|