ორშაბათი, 20.05.13   17:31
+16.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

ივანიშვილის პოლიტიკური პარტია `ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო`

15.02.12 14:11

`ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო`- ასე ერქმევა პოლიტიკურ პარტიას, რომლის საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილმა დღეს წარადგინა. ივანიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი თავად იქნება, მისი მეუღლე კი პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ვერ აღიდგინა.

`ქართულ ოცნებაში` გამართულ პრეზენტაციას მომავალი პარტიის სახეებიც ესწრებოდნენ. მათი უმრავლესობა საზოგადეობისთვის სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობით უკვე კარგად ნაცნობია.

მათ შორის, ვინც დღეს ივანიშვილმა წარადგინა, მისი საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი; ივანიშვილის ოჯახის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი და ქართული ოცნების იურიდიული ჯგუფის წევრი, ყოფილი სოციალისტი ზაქარია ქუცნაშვილი არიან. ასევე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი და ირაკლი ალასანიას ცოლის და - მაია ფანჯიკიძე და ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი.

`ქართულ ოცნებაში` ნოდარ ხადურიც გაწევრიანდა, წარსულში ზურაბ ნოღაიდელის მოადგილე და შემდგომში ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი.

ივანიშვილთან იქნება გოგა ხაინდრავას ყოფილი მოადგილე გია ვოლსკიც; ასევე შევარდნაძის მთავრობის რამდენიმე სახე: თედო ჯაფარიძე, რომელიც ბოლო პერიოდში `ქართული ოცნების` საზოგადოებრივ ორგანიზაციაში საგარეო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ივანე კიღურაძე, რომელიც 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მოგვიანებით, ქართული აკადემიის წევრი იყო.

სულ ბიძინა ივანიშვილმა დღეს საინიციატივო ჯგუფის 18 წევრი წარადგინა, აქედან სამი - კახა კალაძე, ამერიკაში მყოფი ნუგზარ დავითაშვილი და ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი თანაპარტიელი ლერი ხაბელოვი, დღევანდელ პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ. პატარკაციშვილის ყოფილი თანაგუნდლებიდან "ქართულ ოცნებაში" ბიზნესმენი გოგლა ჟვანიაც გაწევრიანდა.

საინიციატივო ჯგუფში ასევე არიან უფლებადამცველები მანანა კობახიძე და თენგიზ ავდალიანი, და გაზეთ `რეზონანსის` უკვე ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

მერაბიშვილი მთავრობას 80 მილიონის მითვისებაში სდებს ბრალს

09.05.13 14:10

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი საქართველოს ხელისუფლებას საიუჯეტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის განკუთვნილ თანხებს და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების განაღდების პროცესს.More...video clip 

კახა კუკავას პრესკონფერენცია

09.05.13 13:53

პარტია "თავისუფალი საქართველო" და მოძრაობა `ქართული დასი`ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებენ, თუმცა საერთო კანდიდატზე მას შემდეგ შეთანხმდებიან, რაც თავის კანდიდატს დაასახელებს `ქართული ოცნება`.More...video clip 

უმცირესობა ეკონომიკურ რეგრესზე საუბრობს

09.05.13 13:18

საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა. More...video clip 

გივი თარგამაძე პუტინს მიმართავს

09.05.13 11:52

გივი თარგამაძე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავს. ლიტვაში მყოფი დეპუტატი პუტინს ახსენებს, რომ ის არა რომელიმე პოლიტიკოსმა, არამედ ევროპულმა სამართალმა დაიცვა.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ღარიბაშვილი ისრაელში შეხვედრებს მართავს

09.05.13 11:21

გრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის სახმელეთო დაცვისა და კავშირგაბმულობის მინისტრს შეხვდა. More...video clip 

პრემიერმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

09.05.13 11:07

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დილიდან ვაკის პარკში შეიკრიბნენ. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მათ ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ. ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში პრემიერ-მინისტრიც მივიდა.More...video clip 

კიდევ ოთხი ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება

09.05.13 10:45

ამ კვირაში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული კიდევ 4 ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება, თვის ბოლოს კი სპეციალისტებს დასკვნა უკვე მზად უნდა ჰქონდეთ. More...video clip 

ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა

09.05.13 10:00

მძიმე ავადმყოფობის შედეგად 81 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი.More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company