საქართველოში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება დღეს დაფუძნდება. დოკუმენტი სიმბოლურად ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეიმში გაფორმდება, ვინაიდან სწორედ მწერლის თაოსნობით დაარსდა ქვეყანაში მე-19 საუკუნის ბოლოს მსგავსი ორგანიზაცია - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
დღესვე პირველად დაფიქსირდება საქართველოში გაფორმებულ ოფიციალურ დოკუმენტზე აი-დი-ბარათის გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერა.
საზოგადოების დაფუძნებას დაესწრებიან საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს განახლებულ ქალაქებს დღეიდან კიდევ ერთი - ყვარელი დაემატა. ქალაქში დღეს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. კახეთში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც.
ბაგრატის ტაძარი, სადაც წირვა ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, აღდგენილია. განახლებულ ეკლესიაში დილიდან უამრავი ადამიანია შეკრებილი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები.
თელავში საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. ახალი იუსტიციის სახლი, განახლებული ისტორიული ცენტრი - ქალაქში რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია. მთლიანად მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურაც.
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძართან გააკეთა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. მესტიაში მოეწყო თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მუდმივი ექსპოზიციის 6 დარბაზი, დროებითი საგამოფენო სივრცე, ახალი ლაბორატორია, საცავი, სამუშაო ოთახები.
გორან ბრეგოვიჩი უკვე მეორე დღეა თბილისში იმყოფება. სახელგანთქმული მუსიკოსი დღეს საღამოს დედაქალაქის უძველეს უბანში კონცერტს გამართავს. ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბრეგოვიჩმა პრესკონფერენციაც გამართა და იმ პროგრამაზე ისაუბრა, რომელსაც ის დღეს ქართველ მსმენელს წარუდგენს.
აფხაზეთის მთავრობა და საპატრიარქოს დელეგაცია 17 სექტემბერს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდება. განხილვის მთავარი თემა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე სასულიერო პირების მცდელობა იქნება, რომლებიც აფხაზეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას ითხოვენ.
რუსთავი 2-მა გორან ბრეგოვიჩისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო. ცნობილი სერბი კომპოზიტორი და შემსრულებელი თბილისს ეწვია. ცნობილია, რომ ბრეგოვიჩი საქართველოში თავის ახალ პროგრამას წარადგენს.