საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ავღანეთიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე საგანგებო ზომებია მიღებული. 
დღეს საქართველოში გლოვის დღეა. ქვეყანა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ გუშინ ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვას გლოვობს.
ევროპარლამენტის წევრები საქართველოში ვიზიტს აფასებენ. ერთობლივ განცხადებაში ევროპელი პოლიტიკოსები მიესალმებიან მიღწეულ პროგრესს, თუმცა ამავდროულად, შეშფოთებას გამოთქვამენ პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მაღალი დონის არსებობის გამო.