პოლიციამ ელექტრონული თაღლითობის საქმე გახსნა
15.05.12 14:21
ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ილია გოდერძიშვილი, ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი ლევან ფირანიშვილი და რესტორნის მიმტანი ომარ მახათაძე.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბენზინგასამართ სადგურზე ავტომანქანაში საწვავის ჩასხმის შემდეგ თანხა პლასტიკური ბარათით გადაიხადა, რა დროსაც ოპერატორმა ლევან ფირანიშვილმა დაიმახსოვრა პლასტიკური ბარათის მონაცემები, მფლობელის სახელი და გვარი, რის შემდეგ ინტერნეტ-კაფიდან შევიდა ტოტალიზატორ ADJARABET გახსნილ მისივე გვერდზე, რომელიც დარეგისტრირებული ჰქონდა არარსებულ პირზე და აღნიშნული ბარათიდან მიღებული ინფორმაციით გადარიცხა თანხა, რომელიც შემდგომში ილია გოდერძიშვილმა და ლევან ფირანიშვილმა გამოიტანეს ADJARABET სალაროდან.
ანალაგიური ფაქტი მოხდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანაში, როდესაც მოქალაქის მიერ ანგარიშსწორების დროს მიმტანმა ომარ მახათაძემ ანალოგიური ხერხით მიითვისა სტუმრის ბარათზე არსებული თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მე-II ნაწილით. დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.
|