ქართველი მორაგბეები გვიან ღამით ახალი ზელანდიიდან დაბრუნდნენ. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობდა. ბორჯღალოსნებმა სულ ოთხი შეხვედრა გამართეს. აქედან სამი მატჩი შოტლანდიელებთან, ინგლისისა და არგენტინის გუნდებთან ქართველ მორაგბეთა დამარცხებით დასრულდა. ბორღჯალოსნებმა წარმატებას მხოლოდ რუმინელებთან შეხვედრისას მიაღწიეს. თბილისში ნაკრების ცხრა მოთამაშე დაბრუნდა, დანარჩენები ასპარეზსს საზღვარგარეთ თავიანთ გუნდებში განაგრძობენ.
რა გაკეთდა რუსთავში ბოლო პერიოდში და რა პროექტებია დაგეგმილი უახლოეს მომავალში, საქართველოს პრეზიდენტმა ამ თემაზე ქალაქ რუსთავის ხელმძღვანელობისგან ანგარიში ჩაიბარა.
ჩოგბურთის სათამაშო ახალი კორტები თბილისში ისნის რაიონში გაიხსნა. კომპლექსი ცხრა ღია და ორ დახურულ მოედანს აერთიანებს. კორტები თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი.
სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" ფულადი სასჯელი დააკისრა, მწვრთნელს ალექს გარსიას კი, არაკორექტული განცხადების გამო, გაფრთხილება მისცა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ იგორ კოკოშკოვთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის საქართველოს ეროვნული საკათალბურთო ნაკრების მწვრთნელი კიდევ ორ წელს იქნება.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დღეს პრემიერის დავალებით, სამი სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმის დეტალებსა და წლის ანგარიშს ისმენდნენ.
საქართველოს რაგბის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი – ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი იქნება. ეს სპეციალისტი, თავის შტაბთან ერთად, თბილისში 20 იანვარს ჩამოვა.
კახი კალაძის გადაწყვეტილებას ეროვნული ნაკრების დატოვებისა და პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.