რევაზ ჭურაძეს საქართველოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ
11.01.12 11:47
იტალიის ქალაქ ბარიში მოკლულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში უახლოეს დღეებში ადგილობრივი პროკურატურის ნებართვის შემდეგ გადმოასვენებენ. იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ექსპერტიზა დასრულებულია და მკვლელობის საქმეს ბარის პროკურატურა იძიებს. მომხდარის დეტალები სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ჭურაძის ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ქალაქის ცენტრში იპოვეს. პოლიცია ერთდროულად რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის ფიგურირებს კრიმინალური გარჩევაც. ჭურაძეს ბარიში ფულადი გზავნილების ოფისი ჰქონდა. დიდი რაოდენობით თანხა პოლიციამ მოკლულის სახლშიც აღმოაჩინა. გამოძიების კიდევ ერთი ვერსია შპიონაჟს უკავშირდება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დეტალების გამოძიებას აუცილებლად მიიჩნევენ მმართველი გუნდის წევრები. მათი თქმით, აგვისტოს ომის დროს მოხდა ეთნო–წმენდა და ეს სამართლებრივ გამოიძიებას საჭიროებს.
შსს-მ ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევა გამოავლინა. საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულის გამოძიებაში აშშ-ის, ავსტრალიის და ისრაელის სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართული.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროს გიგი კალანდაძესთან საუბარს ადასტურებს. როგორც ირაკლი ალასანიამ `მეცხრე არხის` ეთერში განაცხადა, მან მართლაც შესთავაზა კალანდაძეს გამოძიებასთნ ეთანამშრომლა, თუ მას არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, რომელსაც ედავებოდნენ.
გამოძიებამ ათი თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალი აღმოაჩინა. მოკლული ბავშვის ოჯახის წევრების ინფორმაციით, იმ ქვევრში, სადაც ბავშვი დამხრჩვალი იპოვეს, წყლის ამოღების შემდეგ ფსკერზე ცისფერი სპორტული ჩანთა აღმოჩნდა.
ერთ-ერთი პატიმრის მამამ სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა, თუმცა ცეცხლის მოკიდების საშუალება მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.