ხუთშაბათი, 23.05.13   09:53
+20.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

გორში ახალი საავადმყოფო გაიხსნა

11.01.12 19:00

ახალი საავადმყოფო გაიხსნა გორში. კერძო ინვესტიციებით აშენებულ კლინიკაში 30 საწოლია. საავადმყოფო უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი და მრავალპროფილურია. კლინიკაში გასაკუთრებულად გაძლიერებულია რეანიმაციული და ტრავმატოლოგიური განყოფილებები.

ახალი საავადმყოფოს მედპერსონალი მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული და იქ 95 სპეციალისტი მუშაობს.

სამედიცინო ცენტრი პრეზიდენტმა გახსნა. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა.

"ჩვენ ვართ ახლა ისეთივე ეტაპზე, როგორზეც იყო დავით აღმაშენებელი... ის, რაც არის მაშინდელი თბილისი, არის დღევანდელი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. სანამ ის დაიბრუნებდა საქართველოს დედაქალაქს, გაატარა ძალიან ბევრი რეფორმა, ააშენა ძალიან ბევრი რამ. არც ერთ პერიოდში დავითის და თამარის შემდეგ არ აშენებულა საქართველოში იმდენი, რამდენიც აშენდა ბოლო ორი-სამი-ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ომის შემდეგ;

"დღეს ყველაზე მთავარი - სამართლიანობის განცდა დაბრუნდა. ჯერ არ ვართ მაძღრები, ჯერ არ ვართ ბედნიერები, ჯერ ვართ ნაწილობრივ დაპყრობილები, მაგრამ დღეს არავინ არ გძარცვავთ, არავინ ფულს არ გგლეჯთ, არავინ არ გატერორებთ და არ გაშანტაჟებთ რაღაცით და რაც მთავარია, გაჩნდა სამართლიანობის განცდა;

"დღეს უკვე რუსეთში, ჩვენი დამპყრობლის ქვეყანაში, რომელსაც ოფიციალურ მტრად ვყავართ გამოცხადებული, ის ხალხი, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს სახავს, როგორც მათთვის მისაბაძ მაგალითს. ამაზე მეტი დამცირება რა უნდა იყოს იმისა, ვისაც ეგონა, რომ ჩვენ დამთავრებული ვიყავით. ამიტომ მასზე ჩვენი პასუხი არის მაგრად გაკეთებული გორი, იმიტომ, რომ ეს არის სიმბოლო ჩვენი აღორძინების;

”მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყვლეფდა, გამქრალი იყო ჩემი მეხსიერებიდან, მოვიშორე, გვერდზე გავწიე. ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეკრიბა. ცოტათი დაბერებულან კიდევაც, გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის და მათი საქმე სულ უფრო უკან მიდის; ახლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი, დავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ, იქნებ კართაგენი დაეცეს და ჩვენი დრო ისევ დადგესო”, - განაცხადა სააკაშვილმა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ფოთის პორტის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ

04.11.12 17:46

მოთხოვნებს არ ცვლიან ფოთის პორტის თანამშრომლები. მათი 70 პროცენტი უკვე მეოთხე დღეა სამუშაოზე გასვლაზე უარს აცხადებს. მიზეზი დაბალი ხელფასები და მძიმე სამუშაო პირობებია. More...

ჭიათურაში მაღაროელების აქცია 23-ე დღეა გრძელდება

04.11.12 17:42

ითხვისის მაღაროში ორი ათასი მეტრის სიღრმეზე უკვე 23-ე დღეა აქცია გრძელდება. გაფიცულ მაღაროელებს ქალი თანამშრომლებიც შეუერთდნენ. More...

კალაძემ `საქჰიდრომშენის` აქციები გაასხვისა

04.11.12 16:14

"კალა კაპიტალი" "საქჰიდრომშენის" აქციების მფლობელი აღარ არის. სააქციო საზოგადოებამ აქციების გასხვისების პროცესი დაასრულდა. ცნობილია, რომ ის კომპანია GMC Group-მა შეიძინა.More...

თბილისის მერი ფინანსთა მინისტრს უპირისპირდება

03.11.12 17:54

თბილისის მერი ფინანსთა მინისტრს უპირისპირდება. გიგი უგულავა აცხადებს, რომ დედაქალაქელების სოციალურ და დაზღვევის პროგრამებთან დაკავშირებით, ნოდარ ხადურმა ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანა. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრემიერის მოწოდებას უპასუხა

02.11.12 19:41

პრემიერის მოწოდებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს და ადმინისტრაციას, ხარჯების დაზოგვის მიზნით, მთავრობის კანცელარიაში გადასვლას სთავაზობს. More...video clip 

მინისტრთა კაბინეტმა საბიუჯეტო ცვლილებები განიხილა

02.11.12 15:04

მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა 2013 წლის ბიუჯეტი, ასევე ცვლილებები არსებულ საფინანსო გეგმაში და კიდევ რამდენიმე საკითხ განიხილა.More...video clip 

ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო ხარჯების შესწავლას იწყებს

01.11.12 12:39

ფინანსთა მინისტრი ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს. აქცენტი კეთდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე. More...

მთავრობის სხდომა აქციების ფონზე გაიმართა

31.10.12 20:43

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის სხდომა სამ საათს გაგრძელდა. ბიუჯეტი, სტიქიისაგან დაზარალებულები, დევნილთა და სოციალურად დაუცველთა საბინაო პრობლემები, - მთავრობამ ამ და კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company