სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში ცოფის საწინააღმდეგო იძულებით ვაქცინაციას ატარებს. ლაგოდეხის სოფელ ჩადუნიანსა და გურჯაანის სოფელ გურჯაანში გამოვლენილი ცოფის შემთხვევების გამო, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიცრება 750 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე ძაღლი და კატა. ვაქცინაცია სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის `ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიების`ფარგლებში ხორციელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროფილაქტიკის მიზნით გეგმურად ჩაატაროს შინაური ცხოველების ვაქცინაცია.
გივი თარგამაძე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავს. ლიტვაში მყოფი დეპუტატი პუტინს ახსენებს, რომ ის არა რომელიმე პოლიტიკოსმა, არამედ ევროპულმა სამართალმა დაიცვა.
გრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის სახმელეთო დაცვისა და კავშირგაბმულობის მინისტრს შეხვდა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დილიდან ვაკის პარკში შეიკრიბნენ. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მათ ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ. ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში პრემიერ-მინისტრიც მივიდა.