თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სამკითხველო დარბაზები გაიხსნა. შოთა რუსთაველისა და მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზების პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის იუბილეს დაამთხვიეს.
დარბაზები ძველი და უახლესი ლიტერატურით და კომპიუტერებით არის აღჭურვილი. დანერგილია ძიების თანამედროვე სისტემაც, რომელიც სტუდენტებს ლიტერატურის დამოუკიდებლად მოძიებას უადვილებს. ბიბლიოთეკაში შესაძლებელია წიგნების ონლაინ დაჯავშნაც.
პირადი ცხოვრების ფარული ვიდეო გადაღების შესახებ განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა. მასში ნათქვამია, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე გამოძიებას პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ატარებდა.
ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს ქვეყნის პირველმა პირებმა. პრეზიდენტის სამძიმრის წერილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, პრემიერის განცხადება კი საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა საგამოფენო ცენტრ `ექსპო-ჯორჯიაში`გაიმართება. ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის პროცედურები გუშინ დასრულდა.
გელა ხვედელიძის დაკავების შემდეგ გიორგი ფარესიშვილი ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფარესიშვილმა განაცხადა, რომ ის იურისტებთან კონსულტაციებს გადის...
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინა და შვეიცარიის მთავრობა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობას უხდის, წერილს კი ხელს შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი აწერს.