23 მარტს ზუგდიდის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თამაზ კვიციანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კვიციანმა შურისძიების მოტივით, მეზობლად მცხოვრებ პაპუნა ჩიკვატიას ცივი დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩიკვატია სახის, მუცლის, ფეხისა და გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
კვიციანი მესტიაში დააკავეს. მან უკვე აღიარა დანაშაული. მიმდინარეობს გამოძიება.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ ციხისძირში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ყოფილი სამხედრო პოლიციელები უკვე დააკავა. შემთხვევა 14 აპრილს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სკანდალური დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პროკურატურამ ამ მასალებს გრიფი `საიდუმლო` მოხსნა და ისინი საჯარო გახადა.
ცოტა ხნის წინ დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეუნებულ დოკუმენტაციაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა. თემურ ჯანაშიას თქმით, ნებისმიერი თანხა...
პროკურატურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშებს სწავლობს – შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა ფინანსური მონიტორინგი გადაწყვიტა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებაზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს არც ოჯახი და არც მისი ადვოკატი. უმრავლესობის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის შიდა დაპირისპირების შედეგად საზოგადოება კიდევ ბევრ სიახლეს შეიტყობს.
საქართველოს მთავარი პროკურორი ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე დღეს აგვისტოს ომის გამოძიებისა და მის ფარგლებში პრეზიდენტის დაკითხვის თემასაც შეეხო. არჩილ კბილაშვილის თქმით, პრეზიდენტი შესაძლებელია მართლაც დაიკითხოს.