ხუთშაბათი, 23.05.13   08:48
+18.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ლიპარტელიანი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება

10.05.12 20:48

ავთანდილ ლიპარტელიანს უკვე მომზადებული აქვს სიტყვა, რომლითაც ხვალ ნორვეგიის სასამრთლოს მიმართავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.

თამთა ლიპარტელიანის მამა დღევანდელ პროცესსაც დაესწრო. ავთანდილ ლიპატელინი დღესვე გაეცნო ექსპეტიზის დასკვნას და სასამართლოში თავისი მოთხოვნებით წერილიც შეიტანა.

ჩვენებას თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანიც მისცემს. უტოიას ტერაქტის უშუალო თვითმხილველი ანდრეს ბრეივიკის ტყვიას ათი თვის წინ შემთხვევით გადაურჩა. პროცესზე დასწრებამდე ქართველმა გოგონამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. ნათია ჩხეტიანთან ერთად, მოსამართლეები უტოიას ტერაქტს გადარჩენილ ყველა ახალგაზრდას მოუსმენენ.

დღეს დილიდან ოსლოში დაზარალებულებისა და მათი ოჯახების წევრების დაკითხვა დაიწყო. მათ გამოსვლებს ანდერს ბრეივიკიც ესწრება. სასამართლოს შენობის გარეთ კი არ წყდება იმ ხალხის ნაკადი, რომლებიც ერთი წლის წინ მომხდარი საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ხვალ უკვე სასამართლო თამთა ლიპარტელიანის მკვლელობის ეპიზოდს განიხილავს.

სასამართლოზე დღეს სიტყვა ტერაქტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ნაწილთან ერთად, უშუალო თვითმხილველებსაც მიეცათ. ყველა მათგანმა დღეს სასამართლოს წინაშე თავისი ამბავი და ტერაქტის დეტალები გაიხსენა. ანდერს ბრეივიკისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრები და ადვოკატები სასჯელის უმაღლეს ზომას და მის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ანდერს ბრეივიკის გახმაურებული პროცესი ოსლოში თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სასამართლოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და ყველა სხდომა დახურულია.

საზარელ ტერაქტს რიგითი ნორვეგიელები დღემდე ვერ ივიწყებენ. სამართლოს შენობასთან ხალხი ყოველდღე, დილიდან იკრიბება.

სასამართლო სხდომები ბოლო წლების ყველაზე სასტიკ საქმეზე ყოველდღიურად იმართება. მოწმეებისა და დაზარალებულების მოსმენის შემდეგ, ოსლოს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ტრაგედიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 22 ივლისს მიიღებს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

არჩილ კბილაშვილი დათა ახალაიას განცხადების შესახებ

16.04.13 13:33

დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება, თუ თავად ახალაია საქართველოში ჩამოვა და შესაბამის ჩვენებას მისცემს – ეს განცხადება დღეს მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. More...video clip 

გერმანელი ექსპერტები ციხის სკანდალის საკითხებს შეისწავლიან

16.04.13 11:22

კონკრეტულად, რა ტიპის დარღვევები გამოვლინდა საქართველოს საპატიმროებში ბოლო წლების განმავლობაში. სისტემური დარღვევის შესასწავლად და მისთვის სამართლებლივი შეფასებების მისაცემად ქვეყანაში ცნობილი გერმანელი ექსპერტი ჩამოდის. More...video clip 

პატრულის თანამშრომლები 19 არილის პლაკატებს ხევდნენ

15.04.13 16:14

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წამომადგენლები შეესწრნენ ფაქტს, როდესაც თბილისში პატრულის თანამშრომლები კედლებიდან 19 აპრილის აქციის პლაკატებს ხევდნენ.More...video clip 

თავდაცვის სამინისტროს განცხადება

15.04.13 14:58

ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ორი პირი ყალბი დიპლომის დამზადებისთვის დააკავეს

15.04.13 11:35

ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის პოლიციამ ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დიპლომის დამზადების სანაცვლოდ 2, 800 ამერიკული დოლარი მოითხოვა...More...video clip 

ე.წ. ქურდული სამყაროს ოთხი წევრი დააკავეს

13.04.13 19:28

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. ქურდული სამყაროს ოთხი წევრი დააკავეს. More...video clip 

შეიარაღებული ყაჩაღობა ბახტრიონზე

13.04.13 18:27

ბახტრიონის ქუჩაზე დღეს გამთენიისას მომხდარ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დააკავებს. More...video clip 

არასამთავრობოები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ

12.04.13 13:00

არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანს, უკანონოდ გასამართლებულ პირებთან მიმართებაში, ჯარიმებთან დაკავშირებული აღსრულების პროცესის შეჩერებას თხოვენ.More...


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company