საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დანერგილი ინოვაციების გასაცნობად უწყებას ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს. თბილისში ვანო მერაბიშვილის ყირგიზი კოლეგა, პარლამენტის წევრები და პოლიციის მაღალჩინოსნები იმყოფებიან.
სამდღიანი ვიზიტისას ისინი დაათვალიერებენ პოლიციის ახალ შენობებს, მომსახურების სააგენტოს და გაეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს, რომელიც მუშაობის პროცესში გამოიყენება. სტუმრები შეხვდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსანტებსაც.
არასამთავრობო ორგანიზაცია `ჩემი საქართველოს`ლიდერი ელისო კილაძე გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სკანდალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
კობა დავითაშვილი შეურაცხყოფილია და ამაში ის ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. დეპუტატი პრემიერის იმ განცხადებას გულისხმობს, რომელშიც ივანიშვილმა თქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს მეტი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, ვიდრე დავითშვილს.
საქართველოს პრეზიდენტი ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს. მიხეილ სააკაშვილისთვის მიუღებელია ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს კვლავ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულს გახდის.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებზე შეშფოთებას გამოთქვამს და ფინანსთა მინისტრის პარლამენტში მისვლას მოითხოვს.
უნივერსიტეტები საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ. ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ დავითაშვილი სთხოვენ პრეზიდენტს ვეტო დაადოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერების აუდიენცია ბაქოში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.