პარასკევი, 24.05.13   17:01
+23.5°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა გაიხსნა

26.05.12 20:34

საქართველოს ახალი საპარლამენტო დედაქალაქი აქვს - საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში დღეს პირველი საზეიმო სხდომა გაიმართა.

ორი წლის განმავლობაში ნაგებობაზე 2 ათასი მშენებელი მუშაობდა. ბოლო სამუშაო კი სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმა შეასრულა. მან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შენობის ფასადზე ბოლო შუშა ჩასვა.

ამ სიმბოლური აქციით პარლამენტის შენობა ქუთაისში საზეიმოდ გაიხსნა. სესიას არა მარტო დეპუტატები, არამედ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მიწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. ქუთისში პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა ოჯახის წევრები მიიწვიეს. სხდომას დაესწრო ნოე ჟორდანიას შთამომავალიც.

პარლამენტის ახალ შენობასთან წითელ ხალიჩაზე პირველი თბილისის მერი გამოჩნდა. გიგი უგულავას შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში უმრავლესობის წევრები შევიდნენ.

დეპუტატებმა სასესიო დარბაზში თავიანთი ადგილები მოძებნეს და მაგიდებზე დამონტაჟებული მიკროფონებიც შეამოწმეს.

საზეიმო სხდომას საგანგებოდ ჩაცმული შეუერთდა პაატა დავითაია. 26 მაისის აღსანიშნავად დეპუტატმა თავისი წოდების შეაბამისად, გენერლის მუნდირი მოირგო.

სხდომის დაწყებამდე, დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა. დავით ბაქრაძემ კოლეგებს ახალ შენობასა და ახალ გარემოში მუშაობის გაგრძელება მიულოცა.

პრეზიდენტის მისვლამდე პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთით ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. სწორედ ამ შესვენების დროს შეუერთდნენ კოლეგებს ქრისტიან-დემოკრატები.

პრეზიდენტის მისვლამდე გაიარა წითელი ხალიჩა მისმა ოჯახმაც. მიხეილ სააკაშვილის უმცროსი შვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გახსნილ ახალ შენობაში პარლამენტის პირველ სხდომას ქართული ჩოხით დაესწრო. 

ახალ შენობაში პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

პარლამენტის საზეიმო სხდომის ჩატარება განსხვავებული რეგლამენტით დაიგეგმა. დღეს სიტყვით მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა. 40-წუთიანი მიმართვის შემდეგ, დეპუტატებმაც და მიწვეულმა სტუმრებმაც ისევ წითელი ხალიჩა გაიარეს და აღლუმზე ავტობუსებით გაემართნენ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

14.05.13 13:19

ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ავღანეთში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედროები ამ დროისთვის ბაზა „ბასტიონზე“, მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. More...video clip 

პრემიერმა საია გააკრიტიკა

14.05.13 12:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს არასამთავრობო სექტორი უფლებათა გადაჭარბებისთვის გაკრიტიკა და ამის მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოიყვანა.More...video clip 

პროკურატურა აგვისტოს ომის საკითხებზე სპეციალურ ჯგუფს ქმნის

14.05.13 12:36

მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება. More...video clip 

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეა

14.05.13 11:47

სახელდება პრეზინდეტობის კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის პრაიმერიში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად გაიმართება. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

მარგველაშვილი ოპონენტებს მისი ჩანაწერების ფაბრიკაციაში ადანაშაულებს

14.05.13 11:47

გიორგი მარგველაშვილი `ქართული ოცნების`პრეზიდენტობის კანდიდატად მისი დასახელებიდან ორი დღის განმავლობაში გავრცელებულ კომენტარებს პასუხობს.More...video clip 

ავღანეთში დაღუპულ სამხედროთა ოჯახებს უსამძიმრებს ბაჩო ახალაია

14.05.13 11:28

ავღანეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია. More...video clip 

მთავარი პროკურატურის განცხადება

14.05.13 11:09

პირადი ცხოვრების ფარული ვიდეო გადაღების შესახებ განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურა. მასში ნათქვამია, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე გამოძიებას პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ატარებდა.More...

პრეზიდენტისა და პრემიერის სამძიმარი

14.05.13 10:41

ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს ქვეყნის პირველმა პირებმა. პრეზიდენტის სამძიმრის წერილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, პრემიერის განცხადება კი საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company