საქართველოს უმეტეს რეგიონში ამომრჩეველთა სიების `კარდაკარის` პრინციპით შემოწმება დასრულებულია - საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ მორიგი საანგარიშო ბრიფინგი გამართა. კომისიის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უკვე შემოწმებულია. პარალელურად ხდება მონაცემების ბაზაში შეტანა. 15 ივლისისთვის მოქალაქეებს კომისიის ვებგვერდისა და სატელეფონო შეტყობინების საშულებით შეეძლებათ განახლებულ სიებში თავისი მონაცემების გადამოწმება. აგვისტოში კი კომისია უკვე სიების საბოლოო ვარიანტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს.
არასამთავრობო ორგანიზაცია `ჩემი საქართველოს`ლიდერი ელისო კილაძე გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სკანდალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
კობა დავითაშვილი შეურაცხყოფილია და ამაში ის ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. დეპუტატი პრემიერის იმ განცხადებას გულისხმობს, რომელშიც ივანიშვილმა თქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს მეტი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, ვიდრე დავითშვილს.
საქართველოს პრეზიდენტი ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს. მიხეილ სააკაშვილისთვის მიუღებელია ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს კვლავ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულს გახდის.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებზე შეშფოთებას გამოთქვამს და ფინანსთა მინისტრის პარლამენტში მისვლას მოითხოვს.
უნივერსიტეტები საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ. ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ დავითაშვილი სთხოვენ პრეზიდენტს ვეტო დაადოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერების აუდიენცია ბაქოში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.