თბილისში ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
02.03.12 11:44
თბილისი ქართულ-უკრაინულ ბიზნესფორუმს მასპინძლობს. შეხვედრაზე დასასწრებად უკრაინული სამშენებლო, ტელეკომუნიკაციის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მსუბუქი მრეწველობის წარმომადგენლები საგანგებოდ ჩამოვიდნენ. ფორუმზე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმებების გაფორმება.
ფორუმი სასტუმრო `ჰოლიდეი ინში` პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა და აუდიტორიას იმ წარმატებული რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარდა.
`თქვენ ხართ ქვეყანაში, რომელიც 10 წლის წინ კორუფციის სიმბოლო იყო და ჩვენ უამრავი პრობლემა გვქონდა. პრობლემები დღესაც გვაქვს, მაგრამ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა და სრული ტრანსფორმაცია მოხდა. 8 წლის წინ თბილისი სიბნელის ქალაქი იყო, დღე-ღამეში აქ შუქი მხოლოდ 2 საათით, რეგიონებში კი თითქმის არ იყო. მოსახლეობას არ ჰქონდა წყალი, გაზი, არ იყო მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ერთი სიტყვით, 10 წლის წინ, ეს იყო სულ სხვა ქვეყანა,`- მიმართა ბაქრაძემ უკრაინელ სტუმრებს.
|