ესპანეთში მყოფი ოთხი ქართველი მეზღვაური 8 თვის შემდეგ საქართველოში ხვალ დაბრუნდება. ისინი ხომალდზე მოტყუებით აღმოჩნდნენ და თურქ მფლობელთან დაპირისპირების გამო, გემზე რამდენიმე თვე უხელფასოდ გაატარეს.
მეზღვაურების გათავისუფლება საქართველოს მთავრობის და ესპანეთში საქართველოს საკონსულოს აქტიური ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
მეზღვაურების მგზავრობის ხარჯებს მთლიანად საქართველოს მთავრობა დააფინანსებს. პრობლემის მოსაგვარებლად კარტახენაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილიც იმყოფებოდა.
გიორგი ფარესაშვილის სკანდალთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი. ის იმ ბრალდებებს ეხმაურება, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მისი მისამართით კეთდებოდა და აცხადებს, რომ აპირებს დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი...
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ცხედრების ექპერტიზის საქმეში დღეიდან დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილთა მშობლების მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დააკავა. ამის შესახებ განცხადება თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასწავლებლის ეზოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და სტუდენტები შეიკრიბნენ...
მარიხუანის მომხმარებელს შესაძლოა მძიმე სასჯელი აღარ დაეკისროს - ამას სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტი ნარკოტიკული დანაშაულის საკითხზე უკვე ინიცირებულია პარლამენტში.
რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიერ პრეზიდენტობის ერთობლივი კანდიდატის შერჩევაზე საუბრობს ჯონდი ბაღათურია. `ქართული დასის`ლიდერის თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კონკრეტულ პარტიებთან ალიანსის შესაქმნელად.