ორშაბათი, 28.07.14   18:53
+29.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |




თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE


თომა ჩაგელიშვილის საავტორო გადაცემა “საქართველო - უახლესი ისტორია” საქართველოს ისტორიის ყველაზე საინტერესო და დღემდე ტაბუდადებულ თემებს ეხებოდა.
პროექტი რუსთავი 2-ზე 2001 წლის იანვრიდან დაიწყო და 2010 წელს დასრულდა. სულ გადაღებულია 24 დოკუმენტური ფილმი.
ფილმებში გამოყენებულია იშვიათი საარქივო მასალა, გასაიდუმლოებული დოკუმენტები, დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტო და ვიდეომასალა. ფილმების რეჟისორია დემნა ჯაფარიძე, ჟურნალისტი - ზაზა ჯღარკავა.
ფილმების მიმდინარეობისას მაყურებელი საქართველოს ისტორიის ყველაზე საინტერესო, დრამატული და საიდუმლოებით მოცული ეპიზოდების მოწმე ხდება.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყება, მეორე მსოფლიო ომი და ქართველები, სტალინი, ბერია და მათი დამოკიდებულება საქართველოსადმი, 70-იან წლებში დისიდენტურ მოძრაობსათან ბრძოლა; სიკვდილით დასჯა საქართველოში, თბილისი ომი 1991-92 წლებში, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიკვდილი, “აფხაზეთის ომი”, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელზეც ფილმები რუსთავი 2-ის მაყურებელმა უკვე ნახა.


თომა ჩაგელიშვილის ახალი ტრილოგია ''თავისუფლება დამოუკიდებლობის ძიებაში” აერთიანებს ფილმებს: ”არჩევანის ზღვარზე”, ”განგსტერული საქართველო” და ”სოხუმის უკანასკნელი დღე”.

”არჩევანის ზღვარზე”. 1989 წელი, საბჭოთა კავშირი, რომელიც 70 წელი შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს, იშლება. საქართველოში ახალი ეპოქა დგება. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მთელი ქვეყანა ირაზმება. ამ ბრძოლის სათავეში აღმოჩნდა ხალხისათვის აქამდე უცნობი ბევრი ადამიანი. მათ ქართველ ერში პატივისცემა, ნდობა და სიყვარული დაიმსახურეს. სწორედ მათ დააკისრა ისტორიამ ერის 200-წლოვანი ოცნების აღსრულება…

”განგსტერული საქართველო”. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების საქართველო. უბნებად და საძმოებად დაყოფილი ქვეყანა. მკვლელობები და შეიარაღებული შეტაკებები. შიმშილი და განუკითხაობა. ძალუფლებისთვის დაწყებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კულმინაციას აღწევს. არენიდან ერთიმეორის მიყოლებით ქრებიან მთავარი მოქმედი პირები. 1995 წლის 29 აგვისტოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ჯერიც დგება...

”სოხუმის უკანასკნელი დღე”. ალყაში მოქცეული სოხუმი და ხაფანგში მომწყვდეული მშვიდობიანი მოსახლეობა. უიარაღოდ დარჩენილი ქართველობა აფხაზი, რუსი და ჩრდილო კავკასიელი ბოევიკების პირისპირ. ბრძოლა ხელისუფლებისათვის და მიტოვებული აფხაზეთი. თომა ჩაგელიშვილის ახალ დოკუმენტურ ფილმში პირველად გაეცემა პასუხი კითხვას - რატომ დაეცა სინამდვილეში სოხუმი. იყო თუ არა მართლაც ღალატი და რატომ არ დაეხმარა ალყაშემორტყმულ ქალაქს ოჩამჩირის ფრონტი, სადაც, სულ ცოტა, 5 ათასი მეომარი იდგა მძიმე ტექნიკითა და არტილერიით.

   
არჩევანის ზღვარზე
განგსტერული საქართველო
სოხუმის უკანასკნელი დღე

რუსული პარტია

15.09.08
2008 წლის 26 აგვისტოს კრემლმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. რატომ სურს რუსეთს დაშალოს საქართველო, რატომ არის ხელსაყრელი საქართველოს დასუსტება ჩრდილოელი მეზობლისთვის? თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი რუსეთ-საქართველოს 5-დღიან ომსა და რუსული ანექსიის 20-წლიანი ისტორიაზე მოგვითხრობს. სად გადაკვეთა საქართველომ რუსული ინტერესები კავკასიაში და რა არის ეს ინტერესები? კითხვებზე პასუხებს დოკუმენტურ ფილმში მიიღებთ. video clip

საუკუნის ძარცვა

01.05.08
უნიკალური რელიკვიის ხელში ჩასაგდებად მათ არც სეიფის კოდის ამოცნობა დასჭირვებიათ, არც სიგნალიზაციის ხმის ჩახშობა ან ვიდეოთვალის გამოსახულების წაშლა. ევროპელ ოსტატთა შედევრები ავტომატებით შეიარაღებულმა, სამხედროფორმიანმა ნიღბოსნებმა ორი პოლიციელისა და კომენდატის გაკოჭვის ფასად, ღამის სიბნელეში ჯიბის ფარნის შუქზე გაიტაცეს... ნახეთ ლუკას კრანახის ''მაჭანკლის'' ფათერაკებით აღსავსე და სისხლიან დაპირისპირებებში გადაზრდილი მისტიკური თავგადასავალი თომა ჩაგელიშვილის ახალ დოკუმენტურ ფილმში. ის ფარდას ახდის ათწლიანი ძიების დღემდე ტაბუდადებულ დეტალებს. პირველად სწორედ ფილმის მეშვეობით გაეცნობით დაკარგული საუნჯის მრავალსაუკუნოვან მოგზაურობას და საქართველოს უახლოეს წარსულში მომხდარი ყველაზე მასშტაბური ძარცვის შედეგებს. თქვენ იპოვით პასუხს კითხვაზე: რატომ იქცა კრანახის შედევრი ყველა ქვეყნისა და ეპოქის ავანტიურისტთა ბედისწერად, რა ანიჭებს მას იდუმალებასა და მაგიურ ძალას video clip

გამსახურდიას უკანასკნელი მეომრები

07.10.07
1998 წლის 19 ოქტომბერს შუაღამისას სენაკიდან ქუთაისისაკენ ტანკების კოლონა დაიძრა. სენაკის სამხედრო ბრიგადიდან გამოსულ ჯარისკაცებს მყარი გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული. ისინი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დასამხობად გადამწყვეტი ბრძოლის გამართვას აპირებდნენ. ამბოხებულებს თავდაცვის სამინისტროს სენაკის ბრიგადის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი რეზო ასმავა და სპედანიშნულების რაზმ ''სატურნის'' შტაბის უფროსი პოლკოვნიკი აკაკი ელიავა მეთაურობდნენ. მათ ბრძოლის გარეშე უნდა აეღოთ ქუთაისი, გადაეკეტათ რიკოთის უღელტეხილი და დასავლეთ საქართველოში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება აღდგენილად გამოეცხადებინათ. იმ ღამეს ვერც ქუთაისში და ვერც თბილისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დილით მოსახლეობას შესაძლოა ორად გახლეჩილ ქვეყანაში გაღვიძებოდა. რა გეგმები ჰქონდათ ამბოხებულებს, როგორ უნდა დაემხოთ შევარდნაძის ხეისუფლება და როგორ უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში - ამ ოპერაციის ავტორები პირველად საუბრობენ გულახდილად დოკუმენტურ ფილმში. როგორ დაიგეგმა ამბოხება, სად დაიგეგმა და ვინ იყო მისი ორგანიზატორი, დღემდე საიდუმლო რჩებოდა. დოკუმენტურ ფილმში პირველად იქნება დეტალურად ნაჩვენები ელიავასა და სამთავრობო ძალების სამხედრო შესაძლებლობები.რამ შეუშალა ხელი გამსახურდიას უკანასკნელ მებრძოლებს, რატომ ვერ განახორციელეს ჩანაფიქრი? თომა ჩარგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხს. video clip

9 აპრილის საიდუმლო

08.04.07
რატომ გადასცემდა უშიშროება მოსკოვს არასწორ ინფორმაციას, ვინ იყო დაინტერესებული პატიაშვილის ფიასკოთი და ვის აძლევდა ხელს საქართველოში ვითარების დამძიმება. რატომ არ დაუჯერა ხალხმა საქართველოს პატრიარქს, რომელიც მომიტინგეებს სისხლისღვრის შესახებ აფრთხილებდა? - დოკუმენტური ფილმი ამ კითხვებზე გასცემს პასუხს. ფილმში ნახავთ დემონსტრაციის დარბევის უნიკალურ კადრებს - 18 წლის წინ გადაღებული ვიდეოფირის ყველაზე სრულ ვერსიას. video clip

სამხრეთ ოსეთი

14.03.07
როგორ შეიქმნა სამხრეთი ოსეთი საქართველოში? - თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. რატომ იქცა ქალაქი ცხინვალი ხელოვნურად შექმნილი სამხრეთ ოსეთის დედაქალაქად, როდესაც იქ ოსები თითქმის არ ცხოვრობდნენ? გარდა ამისა, დოკუმენტური ფილმი მაყურებელს მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ქართულ-ოსურ დაპირისპირებაზეც მოუთხრობს. რატომ გააუქმა ზვიად გამსახურდიამ 1990 წელს ავტონომიური ოლქი? ყველა პასუხი ამ კითხვებზე - დოკუმენტურ ფილმში. video clip

მესხები

19.10.06
თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი მაჰმადიანი მესხების ისტორიას შეეხება. ფილმის მიმდინარეობის დროს მაყურებელი მესხთა ტრაგიკული ცხოვრების დეტალების თანამონაწილე გახდება. ინსცენირებებითა და ბატალური სცენებით მდიდარი ფილმი მაყურებელისათვის საინტერესო და ემოციურია. 1944 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ პროვინციის ხუთ რაიონში სატვირთო მანქანების უსასრულო რიგი გამოჩნდა. საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს ჯარის ქვედანაყოფებმა ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონებში მცხოვრებ მუსულმანებს სოფლის ცენტრებში თავი მოუყარეს. ასი ათასამდე ადამიანი სამხრეთ საქართველოს 220 სოფლიდან ერთ ღამეში აყარეს და შუა აზიის გზას გაუყენეს. ადგილობრივ მუსლიმანებს, ბრალი ნაცისტური გერმანიის მოკავშირე თურქეთთან თანამშრომლობასა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში ედებოდათ. გასახლების საიდუმლო ინსტრუქტაჟში ეს ხალხი თურქებად არიან მოხსებებულნი. ამ საიდუმლო ოპერაციის ავტორები კრემლის ორი ქართველი ლავრენტი ბერია და იოსებ სტალინი იყვნენ. ვინ არის ის ხალხი, ვისაც დღეს თურქ მესხებს უწოდებენ? video clip

მესხები (ინგლისური ტიტრებით)

19.10.06
video clip

გამსახურდიას სახელით

18.03.06
ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 21 მომხრე 1998 წლის 9 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძის მოსაკლავად ემზადება. ჩეჩნეთში, გროზნოს მახლობლად მდებარე ავტურის სახედრო ბაზაზე ჯგუფს უკვე გავლილი აქვს სრული სამხედრო მომზადება. მათ უნდა მოკლან ედუარდ შევარდნაძე, დაიწყონ აჯანყება და გამსახურდიას ხელისუფლება აღდგენილად გამოაცხადონ. ვინ არის ეს ხალხი - პატრიოტები, შურისძიებით შეპყრობილ პიროვნებათა ჯგუფი თუ კრემლის კედლებში კარგად გათვლილი სცენარის გულუბრყვილო შემსრულებელნი. ვინ დგას მათ უკან, რა გათვლები აქვთ ამ სამხედრო ოპერაციის დამკვეთებს? 9 თებერვლს თბილისის ცენტრი გლობალური პოლიტიკის და სტრატეგიული ინტერესების დაპირისპირების არენად იქცა. იმ დღეს საქართველოს ისტორია შეიძლება სამუდამოდ შეცვლილიყო. რატომ დაურეკა ტერაქტის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა ედუარდ შევარდნაძეს და რა კავშირშია სამხედრო ოპერაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან. 9 თებერვლის ოპერაცია თითქოს უნაკლოდ იყო დაგეგმილი, მაგრამ თბილისის ცენტრში შევარდნაძე ყუმბარმტყორცნების წვიმას გადაურჩა. როგორ გადარჩა შევარდნაძე, საერთოდ იჯდა თუ არა ის იმ დღეს მანქანაში? თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი ერთი საათის განმავლობაში სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხს. video clip

ხრუშჩოვი უნდა მოკვდეს

26.05.05
1960 წლის 13 დეკემბერს საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ინაურმა ერთ მეტად უცნაურ დოკუმენტს მოაწერა ხელი, კომიტეტის თავმჯდომარე სასწრაფოდ ითხოვდა თბილისში მოქმედი არალეგალური ჯგუფის დაკავებას. ბრძანებაში ხაზგასმით იყო მითითებული თარიღი და იმ პერსონის ვინაობა, ვის წინააღმდეგაც გეგმავდა ჯგუფი ტეორისტულ აქტს - ეს იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი. რისთვის კლავდნენ შეთქმულები ნიკიტა ხრუშჩოვს, რატომ ამოძრავებდათ შეთქმულებს ხრუშჩოვის მიმართ სიძულვილი? დოკუმენტური ფილმი ამ საიდუმლო შეთქმულებას შეეხება. ფილმში გამოყენებულია უნიკალური კინო და ფოტომასალა. საქართველოს უშიშროების სამინისტრომ საიდუმლო მასალები, რომელსაც წლების განმავლობაში გრიფი "საიდუმლო" ედო, მხოლოდ ფილმის ავტორებს გაუხსნა. video clip

1942 წელი

09.05.05
1942 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელები კავკასიას მოადგენენ. ისინი საქართველოს ერთ სოფელს, ფსხუსაც კი აკონტროლებდნენ. სწორედ ამ დროს სტალინის დავალებით საქართველოში ჩამოვიდა ლავრენტი ბერია. როგორ მოახერხეს კავკასიის დამცველებმა გერმანელების წინსვლის შეჩერება?- დოკუმენტური ფილმი უმძიმესი ბრძოლების ქრონიკას შეეხება. video clip

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company