პარასკევი, 30.07.10   13:52
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |




თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


“რუსთავი 2” გთავაზობთ ახალ იუმორისტულ პროექტს “ღამის შოუს”, “შაბათის შოუს” და “ცოცხალი შოუს” შემქმნელებისგან. პროექტი წარმოადგენს ამერიკული “Stand-up Comedy Contest”-ის და “KBH”-ის ნაზავს. გადაცემა მიზნად ისახავს აღმოაჩინოს ახალი ავტორები და სახეები, რომლებიც პროექტში წარმოადგენენ იუმორისტული მონოლოგებს, მუსიკალურ და სხვა ჟანრის პაროდიებს, სკეტჩებს ან რაიმე ორიგინალურ ნომრებს. პროექტის რედაქტორები მონაწილეებს დაეხმარებიან წარმოდგენის დახვეწასა და შესრულებაში, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს გადაცემის ხარისხზე.

საქართველო მდიდარია ხალხური იუმორით ანუ არსებობს პოტენციალი იმისა, რომ ეს პროექტი ერთგვარ მოძრაობად იქცეს. მონაწილეთა შერჩევა ჩატარდება არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც. ამერიკაში ანალოგიური პროექტებიდან დაიწყეს კარიერა და გაითქვეს სახელი: ჯიმ ქერიმ, ედი მერფიმ, ვუფი გოლდბერგმა და სხვ., ხოლო საქართველოში მიშა ანდღულაძემ, ვანო ჯავახიშვილმა, ვასო ფხაკაძემ და სხვებმა.

გადაცემა გადის კვირაში ერთხელ და ის შოუ-კონკურსია. ფინალურ ეტაპზე გასულები და გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ გალა-კონცერტში და დაჯილდოვდებიან პრიზებით.

 

© 1994-2010 Rustavi 2 Broadcasting Company