| ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" ავტორები არიან ვლადიმერ ვოროშილოვი და ნატალია სტეცენკო. ტელეპროგრამა პირველად 1975 წელს გავიდა სატელევიზიო ეთერში და უკვე 38 წელია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს და პოპულარობას ყველა ასაკის ტელემაყურებელში.
"რა? სად? როდის?" ქართული ვერსია "პროდიუსერული ცენტრი GameTV"–სა და ტელეკომპანია "რუსთავი-2"–ის ერთობლივი პროექტია. იგივე ფორმატის პროექტები ეთერში გადის რუსეთის, აშშ-ს, უკრაინის, იტალიის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ყაზახეთის ტელეარხებზე.
2013 წელს "რუსთავი-2"–ზე დაგეგმილია "რა? სად? როდის?" თამაშების 4 სერია:
- გაზაფხულის სერია (მარტი, აპრილი) – 6 ეთერი
- ზაფხულის სერია (ივნისი, ივლისი) – 6 ეთერი
- შემოდგომის სერია (სექტემბერი, ოქტომბერი) – 6 ეთერი
- ზამთრის ფინალური სერია (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი) – 6 ეთერი
თამაშში შეკითხვის დასმა შეუძლია ნებისმიერ ტელემაყურებელს. ამისათვის საჭიროა გაეცნოთ "10 რჩევას კითხვათა ავტორებისათვის" და გამოგზავნოთ თქვენი შეკითხვები მისამართზე:
თბილისი-2, სააბონენტო ყუთი №5, „რა? სად? როდის?“
ელ-ფოსტა: question@gametv.ge |