ხუთშაბათი, 20.06.13   12:45
+24.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |




თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE

"ერთგულების ძალა" – "ტელემუნდოს" ახალი, სარეკორდოდ რეიტინგული ტელენოველა "რუსთავი 2"-ზე ანხელა და სამანტა ბავშვობაში განუყრელი მეგობრები იყვნენ. დრომ დააშორა და წლების მერე ისევ შეახვედრა ისინი. მიუხედავად განსხვავებული სოციალური მდგომარეობისა და პირადი დრამისა, ამ ორმა უშიშარმა ქალმა შეძლო სიმართლისთვის ბრძოლა. ვინც სიყვარულისთვის იბრძვის, ის წინააღმდეგობას არ შეუშინდება.

რეჟისორი: მარსელა სიტერიო

როლებში: ადრიანა ფონსეკა, ხოსე ლუის რესენდესი, მანუელი ლანდეტა, ფაბიან რიოსი...

აშშ, 2012

 

ახალგაზრდა, უდანაშაულო ქალს უსამართლოდ მიუსაჯეს 23 წელი მღვდლის მკვლელობისათვის. სტუდენტი გოგონა დიდი ხნის წინ მომხდარ მკვლელობაზე ფილმს იღებს და ამ ამბავს იძიებს...

მარიას და სანტოსის რომანტიკული ამბავი. ეს ორი განსხვავებული ადამიანი ბედმა და მუსიკის სიყვარულმა შეახვედრა ერთმანეთს. სანტოს მარტინეს დელა გარსა მდიდარი ბიზნესმენია ლოს-ანჯელესიდან. სხვის ნაცვლად დადანაშაულებული დევნილი იძულებული ხდება მეხიკოს შეაფაროს თავი. ის ხორხე ალფრედო ვარგასის სახელით იწყებს მუშაობას ღამის კლუბში მომღერლად, სადაც მშვენიერი მარია მღერის.

მხედველობადაქვეითებული, ქმრის მიერ მიტოვებული დედა მრავალი სირთულის მიუხედავად, ღირსეულად ზრდის სამ ვაჟს. დედის თავდადება და მშობლის უანგარო სიყვარული წინ აღუდგება ყველა პრობლემას...

ოჯახურმა ტრაგედიამ ელისი და დამიანი უფსკრულის პირას დააყენა. მაგრამ მათ მომავლის იმედები არ დაუკარგავთ და ნამდვილი სიყვარულისთვის უფსკრულშიც დაუფქრებლად გადაეშვებიან

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company