”სიცილის ზონა” რუსთავი 2-ის იუმორისტული პროექტი იყო, რომელიც მაყურებლისათვის კარგად ნაცნობ სოციალურ თემებზე შექმნილი რამდენიმე სკეტჩისგან შედგებოდა.
გადაცემას ორი ძირითადი მონაწილე ჰყავდა: ტრისტან სარალიძე (რუსთაველის თეატრისა და კინოს მსახიობი) და ბესო ბარათაშვილი (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი). ასევე, საჭიროების მიხედვით, ეპიზოდურ როლებში დამხმარე მსახიობები მონაწილეობდნენ.
გადაცემის სცენარზე მუშაობდნენ რუსთავი 2-ის იუმორისტული პროექტების: ”ვანო ჯავახიშვილის შოუ”, ”კომედი შოუ” და ”ქლაბ-შოუს” სცენარისტები. პროექტ ”სიცილის ზონის” გადაღებები მიმდინარეობდა ქალაქის სხვადასხვა ადგილას (ქუჩა, სკვერი, სამშენებლო ობიექტი, საავადმყოფო, ოფისი, პოლიციის განყოფილება, სახანძრო და ა.შ.)
გადაცემა გათვალისწინებული იყო, როგორც უფროსი ასაკის მაყურებელის, ასევე მოზარდებისთვის. |