"საბავშვო ამბები" რუსთავი 2-ის ეთერში 2009-დან - 2011 წლამდე გადიოდა. გადაცემა ამერიკულ საბავშვო საინფორმაციო პროგრამა Teen Kids News-ის ქართულ ვერსიას წარმოადგენდა. პროგრამა kids to kids ფორმატისაა, რაც გულისხმობს ბავშვების მიერ ბავშვებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებას და ტრანსლირებას "დიდების" ტელევიზიაში. ფორმატის მიუხედავად, გადაცემის აუდიტორია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბავშვებით და პროგრამას ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს მათი მშობლებიც, რაც მრავალფეროვანს ხდიდა პროგრამის პოტენციურ აუდიტორიას. გადაცემის ფორმატი ჩამოაყალიბა ცნობილმა ტელეპროდიუსერმა ალბერტ ტ. პრიმომ, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში ამ პროექტზე სამუშაოდ.
2009 წლის თებერვალში რუსთავი 2-ის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა კასტინგი. სარეკლამო განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ორი კვირაში შემოვიდა 2500 მეტი მსურველის განცხადება. პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, შეირჩა 20 ბავშვი - წამყვანები (11-13 წლამდე) რეპორტიორები (8-13 წლამდე) და სარეზერვო გუნდი.
|