|
“რუსთავი 2”-ისა და თბილისის მერიის ერთობლივი სატელევიზიო პროექტი “დასაქმდი და დაასაქმე” ეთერში 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში გადიოდა.
პროექტს ჰყავდა ჟიური: საქართველოში მოქმედი და წარმატებული სამი ბანკის მმართველი - ლადო გურგენიძე, ირაკლი გილაური, ვახტანგ ბუცხრიკიძე და დედაქალაქის მერი - გიგი უგულავა. ჟიურის წევრები დამწყები მეწარმეების იდეებს ისმენდნენ და საუკეთესოებს მათ განხორციელებაში ეხმარებოდნენ.
სულ გადაცემის ფარგლებში დაფინანსდა 35 პროექტი. თუმცა დაფინანსებაზე უარის მიუხედავად, რამდენიმე პროექტის ავტორს ბანკირები პროექტს გარეთ თანამშრომლობას დაჰპირდნენ და ზოგიერთმა მათგანმა, დედაქალაქის მერის შუამდგომლობით, სამუშაო ადგილებიც იშოვა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამ პროექტის ფარგლებში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და 35 ბიზნესიდეა დაფინანსდა.
|