
შ.პ.ს. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ქ.თბილისში 1996 წლიდან მაუწყებლობს. 2003 წელს კომპანიამ მოიგო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებული ტენდერი მთელი ქვეყნის მაშტაბით საეთერო
მაუწყებლობაზე. რუსთავი 2-მა მიიღო უფლება ემუშავა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სიგნალი და გავზარდოთ დაფარვის ზონები,
2004 წლიდან “რუსთავი 2”-მა დაიწყო სატელევიზიო გადაცემებისა და საანტენო-ფიდერული მეურნეობის განახლება.
ახალი აპარატურის დამონტაჟება და სარემონტო სამუშაოები ანძების უმეტესობაზე უკვე დამთავრებულია.
დღეს ჩვენი სიგნალი მიეწოდება საქართველოს მოსახლეობის 85%-ს.
• მუშაობს 37 გადამცემი(აღჭურვილი Rohde & Schwarz, Kvant-Efir და ფირმა თერა აპარატურით):
აქედან 28 არის 250-1000 ვტ სიმძლავრის და 9 დაბალი სიმძლავრის.
• იმ რეგიონებში, სადაც შეუძლებელია მდგრადი სიგნალის მიღება, რუსთავი 2 მჭიდროდ
თანამშრომლობს ადგილობრივ საკაბელო და სატელევიზიო კომპანიებთან.
• დადებულია ხელშეკრულებები თითქმის ყველა საკაბელო კომპანიასთან.
ახლო მომავალში რუსთავი 2 გეგმავს აპარატურის განახლებას შემდეგ რაიონებში:
დედოფლისწყარო, დმანისი, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი და სხვ. |